Thumbnail
  • სპორტ ექსპრესი სპარტაკს ჯიმი ტაბიძის შეძენას ურჩევს
  • 24 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაშია

რუსული უფას გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი მოსკოვის სპარტაკის გენერალურ დირექტორად დაინიშნა და ამ პოსტზე თომას ცორნი შეცვალა. სწორედ ამის გამო, გამოცემა Sport-express ვარაუდობს, რომ უფას რამდენიმე ფეხბურთელი, შესაძლოა, სპარტაკში გადავიდეს გაზიზოვის ინიციატივით. მათ შორისაა ჯიმი ტაბიძე, რომელიც უფაში 3-მცველიან ტაქტიკაში თამაშობს და სპარტაკის მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკოც ამავე სქემას იყენებს.

„სპარტაკმა დაცვის ცენტრის ვარიანტები უნდა გაითვალისწინონ და ყურადღება უფრო გამოცდილ ფეხბურთელებს მიაქციოს. მაგალითად, უფას ცენტრალურ მცველ ტაბიძეს. 24 წლის ქართველი პრემიერლიგის ამ სეზონში ლიდერია ართმევების რაოდენობით (საშუალოდ 3 მატჩში). გარდა ამისა, ტაბიძე მეორე ადგილზეა უფას ყველა მოთამაშეებს შორის დარტყმების დაბლოკვებით. რაც შეეხება პასებს: ტაბიძე უფაში მეორე ადგილზეა რაოდენობის მიხედვით (41.5%), უფრო მეტად გრძელ პასებს ამჯობინებს (3.8 თითო თამაშში საშუალოდ). იმის გათვალიწინებით, რომ სპარტაკი ხშირად იყენებს ამ ტიპის პასებს პრესინგის შესამსუბუქებლად, ეს უნარი სასარგებლო იქნება,“ - წერს გამოცემა.

24 წლის ქართველი მცველი უფაში 2017 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი გამორჩეულია. 23 შეხვედრა ჩაატარა რუსეთის პრემიერლიგაში და 1 გოლი გაიტანა. უფა სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 36 ქულით მე-6 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები