Thumbnail

ელენე ლოლაძე: ვალდებული ვარ, ეს ამბავი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საჯარო გავხადო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ქართველი კიკბოქსიორი ელენე ლოლაძე სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ლოლაძე წერს, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თავის დროზე მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად სოლიდური ფინანსური რესურსით დაეხმარა.

„რა თქმა უნდა, ყველას საკუთარი აზრი აქვს თორნიკეს ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა მე თავს ვალდებულად ვგრძნობ, მას მხარი დავუჭირო და სიკეთე, რომელიც პირადად მე და ჩემ მწვრთნელს გაგვიკეთა, გავასაჯაროვო - მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება მის სურვილს," - წერს ელენე ლოლაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

'ერთადერთი თხოვნა, რაც ჰქონდა, იყო ის, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ დაგვეტოვებინა'

"მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ფინანსების არარსებობის გამო ჩემი მწვრთნელი აქტიურად ეძებდა სპონსორს. ბევრი დიდი კომპანიის დირექტორს თუ მარკეტინგის უფროსს შეხვდა, თუმცა ამაოდ. ამის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო თორნიკემ, რომ ვიღაც ქართველ სპორტსმენს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა. არც კი უკითხავს ვის, როგორ. სრულად დაგვიფინანსა ჩემი და ჩემი მწვრთნელის ხარჯები აღნიშნულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც ნამდვილად არ იყო პატარა თანხა თუნდაც მისთვის და ერთადერთი თხოვნა, რაც ჰქონდა, იყო ის, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ დაგვეტოვებინა. ასე რომ, ამ ყველაფრის მერე ძალიან რთულია იმის თქმა, რომ თორნიკე შენგელია პატრიოტი არ არის!“ - წერს ელენე ლოლაძე.

რა თქმა უნდა ყველას საკუთარი აზრი აქვს,თორნიკეს ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა მე თავს ვალდებულად ვთვლი მას მხარი...

Posted by Elene "The Blood Fairy" Loladze on ხუთშაბათი, 09 ივლისი, 2020

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას ტრანსფერი მოსკოვის ცსკა-ში დღეს ოფიციალურად დადასტურდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები