Thumbnail

რეალის ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს? ის გუნდს უკვე ჩამოაშორეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ვინისიუსის ტესტმა ნორმიდან გადახრა აჩვენა, ახლა, განმეორებითი ტესტის შედეგს ველით'
  • 19 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს საერთო ჯგუფში ვარჯიში აუკრძალეს

მადრიდის რეალის ფეხბურთელ ვინისიუსს, შესაძლოა, კორონავირუსი ჰქონდეს. ამის შესახებ ინფორმაცია “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გაავრცელა:

“გუნდის ექიმმა მითხრა, რომ ვინისიუსის ტესტმა ნორმიდან გადახრა აჩვენა. ჩვენ განმეორებითი ტესტიც ჩავატარეთ და ახლა, მის შედეგებს ველით. მოგეხსენებათ, ზოგჯერ ტესტიც ცდება და შესაძლოა, ახლაც ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თუმცა, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ვინისიუსს ვარჯიში აკრძალული აქვს. იმედი მაქვს, მასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურადაა და ის უახლოეს პერიოდში დაგვიბრუნდება”.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითიზოლაციაშია რეალის კიდევ ერთი ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი, რომლის მეგობარსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული გრანდი 77 ქულით ლა ლიგის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 10 ივლისს, გვიან ღამით, შინ, ალავესთან ჩაატარებს.

19 წლის ვინისიუს ჟუნიორი რეალის ძირითად გუნდში 2018 წლიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში კი, 26 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები