Thumbnail

‘იოლია, ეს ახლავე გამომეცხადებინა’ – ფედერერი კარიერის დასრულებაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ყველაფერს თავისი დრო აქვს და უკვე ვიცი, რომ ჩოგბურთი ძალიან მომენატრება'
  • ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი თამაშისგან ჯერაც დიდ სიამოვნებას იღებს

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მომენტი უკვე ახლოსაა.

“ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება და უკვე ვიცი, რომ ჩოგბურთი ძალიან მომენატრება. ცხადია, უფრო იოლი იქნებოდა, ამის შესახებ ახლავე გამომეცხადებინა, თუმცა, ჯერაც მინდა, ჩოგბურთის თამაშისგან სიამოვნება მივიღო”, - განუცხადა როჯერმა Zeit-ს.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს შვეიცარიელი ჩოგბურთელი 39 წლის ხდება. ის მსოფლიოს მე-4 ჩოგანია, მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, საიდანაც ხუთში იმარჯვა. დიდი სლემის ეგიდით ბოლო ტურნირი მან 2018 წელს მოიგო, როდესაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს აჯობა. 

კარიერის განმავლობაში მოგებული დიდი სლემის ტურნირებით (20) ფედერერი პირველ ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები