Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია ‘რუსთავი 2’-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის მართლებას არ აპირებს და რუსულ გუნდში მხოლოდ კალათბურთის სათამაშოდ გადავიდა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე NBA-ს რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც და სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით, არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ," - უთხრა შენგელიამ რუსთავი 2-ს. ინტერვიუს ვრცელ ვერსიას ტელეკომპანიის მაყურებელი ხვალ, დილის ეთერში ნახავს.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ესპანური ბასკონიას წევრი 6 წლის განმავლობაში იყო. დღეს მოსკოვის ცსკა-მ ქართველ მძიმე ფორვარდთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.

📺 ბასკონია თორნიკე შენგელიას ამ ვიდეოთი დაემშვიდობა

კომენტარები

ბოლო ამბები