Thumbnail

ტრანსფერი | ბუდუ ზივზივაძე კლუბს იცვლის - 3-წლიანი კონტრაქტი ვიცე-ჩემპიონთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბუდუ ზივზივაძე გუნდს იცვლის, თუმცა უნგრეთში რჩება
  • ქართველი ფეხბურთელი ფეჰერვარის ღირსებას დაიცავს

ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე მეზოკოვეშდს ტოვებს და კარიერას ისევ უნგრეთში აგრძელებს, სადაც მისი ახალი კლუბი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ფეჰერვარი იქნება, რომელსაც ქართველი ქომაგების უმეტესობა ვიდეოტონად იცნობს.

უნგრული მედიის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი, ხოლო ტრანსფერის ღირებულება, სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი ევრო იქნება.

ბუდუმ პირველ უნგრულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა მეზოკოვეშდთან ერთად უნგრეთის თასის ფინალში ითამაშა, ხოლო ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა.

ზივზივაძის ახალი კლუბი ფეჰერვარი უნგრეთში მე-2 ადგილზე გავიდა და ლაშა დვალის ფერენცვაროშს 13 ქულით ჩამორჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები