Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს წევრი გახდა. იმას, რაზეც ბოლო დღეები ყველა საუბრობდა, ოფიციალური სახე მიეცა. რუსულმა გრანდმა საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა, რომ 28 წლის ქართველ მძიმე ფორვარდთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ თოკოს ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბარსელონასთან ფინალში შენგელიამ 14 ქულა ჩააგდო.

ცსკა-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, შენგელიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ბედნიერი ვარ, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონში ჩავირიცხე და მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ჩინებული სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, დიდებული კალათბურთელების მხარდამხარ თამაში მომიწევს. იმედი მაქვს, რომ ცსკა-სთან ერთად, ევროლიგასა და VTB-ლიგაში დიდ წარმატებებს მივაღწევ”.

📺 ბასკონია თორნიკე შენგელიას ამ ვიდეოთი დაემშვიდობა

კომენტარები

ბოლო ამბები