Thumbnail
  • გიორგი შკინინმა დაუვიწყარი ლელო ირლანდიასთან მატჩში დადო
  • 'ბორჯღალოსნებმა' უძლიერეს მეტოქესთან თამაში მხოლოდ 10:14 წააგეს

მსოფლიო რაგბმა 10 საუკეთესო ლელო გამოაქვეყნა, რომლების მსოფლიო თასების ისტორიაში ბურთი ჩაჭრის შემდეგ დადებულა. ათეულში ის ლელოც მოხვდა, რომელიც ქართველ ქომაგს არასოდეს დაავიწყდება. საუბარია გიორგი შკინინის გარღვევაზე, რომელიც მან ირლანდიასთან მატჩში შემოგვთვაზა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თამაში 2007 წლის მსოფლიო თასის ეგიდით შედგა. მატჩს ბორდოს უმასპინძლა და საქართველოს ნაკრებმა უძლიერეს მეტოქესთან მხოლოდ 10:14 წააგო. ეს იყო შეხვედრა, როდესაც “ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასზე პირველი რანგის მეტოქის დამარცხებასთან ყველაზე ახლოს იყვნენ.

გიორგი შკინინის სალელოე გარღვევა

შკინინმა მეტოქის პასი 45-ე წუთზე ჩაჭრა და ლელომდე თავისი ნახევრიდან ირბინა. მაშინ საქართველოს ნაკრები 10:7 დაწინაურდა და დარჩენილ დროში ირლანდიელებისგან მხოლოდ 7 ქულა მიიღო, ამასთან, დასკვნით წუთებში “სამყურების” ხუთმეტრიან ზონაში იმყოფებოდა და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

აწ უკვე 37 წლის შკინინმა სარაგბო კარიერა ხულიგანაში დაიწყო, შემდეგ არმიაში თამაშობდა, “ბორჯღალოსანთა” მაისურით კი, 21 მატჩში 5 ლელო აქვს დადებული. მსოფლიო რაგბმა მის ლელო საუკეთესო ათეულში მე-7 ადგილი მიუჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები