Thumbnail
  • 31 წლის ლევან კუტალია კარიერას ისრაელში გააგრძელებს
  • ქართველი ფეხბურთელი ბოლოს ყაზახური ირტიშის ღირსებას იცავდა

ქართველი ფეხბურთელი ლევან კუტალია ისრაელში ითამაშებს. ის თელ ავივის ჰაპოელის ღირსებას დაიცავს. ONE.CO.IL-ის ინფორმაციით, ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება. კუტალია ბოლოს ყაზახური ირტიშის ღირსებას იცავდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრდა.

31 წლის მოთამაშე ყაზახეთში წასვლამდე დინამო თბილისის რიგებში საქართველოს ჩემპიონი და ბომბარდირი გახდა. თელ ავივის ჰაპოელი ისრაელის 13-გზის ჩემპიონია. კლუბს ქვეყნის თასი 16-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასს 5-ჯერ დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები