Thumbnail

მსოფლიო რაგბი სკანდალში - საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სახალისო ტვიტი სკანდალური გამოდგა
  • მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ შეცდომა მალე გამოასწორა

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის (ყოფილი IRB) ტვიტერზე სახალისო სტატუსი გამოქვეყნდა, რომელმაც საქართველოში უარყოფითი გამოხმაურება მოყვა, მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია იძულებული გახდა, სტატუსი ტვიტერიდან აეღო...

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ტვიტერზე გამოქვეყნდა ევროპის რუკა, თუ სად, რომელ ქვეყანაში, როგორ უწოდებენ 10 ნომრის პოზიციაზე მოთამაშეს. საქართველოში 10 ნომრის პოზიციაზე მოთამაშეს მგეზავს უწოდებენ, თუმცა საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის "საზღვრებით" იყო დატანილი. მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ რამდენიმე საათის შემდეგ სტატუსი წაშალა. 

ასე გამოიყურებოდა სკანდალური სტატუსი

 

კომენტარები

ბოლო ამბები