Thumbnail

ორდაბასი კახა ცხადაძეს უშვებს? ყაზახური კლუბის პრეზიდენტის კომენტარი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კახა ცხადაძის გაწვრთნილი ორდაბასიმ ჩემპიონატში წარუმატებლად ასპარეზობს
  • მედიაში 51 წლის ქართველი სპეციალისტის შესაძლო გაშვებაზე ხმები გავრცელდა
  • შიმკენტის კლუბის პრეზიდენტმა გავრცელებულ ხმებზე კომენტარი გააკეთა

კახა ცხადაძის გაწვრთნილ ორდაბასის ყაზახეთის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონი არცთუ წარმატებული გამოდის. შიმკენტის გუნდმა 4 მატჩის ჩატარება მოასწრო, საიდანაც მხოლოდ პირველი მოიგო, მეორე ფრედ დაასრულა, ბოლო ორი კი წააგო. 

ყაზახეთის ჩემპიონატში კორონავირუსის პანდემიის გამო პაუზის გამოცხადება უკვე მეორედ გახდა საჭირო, შიმკენტის ორდაბასის არცთუ კარგი შედეგების გამო კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბი 51 წლის ქართველ სპეციალისტთან დამშვიდობებას აპირებს.

ცხადაძის გუნდმა ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი წააგო

სულ ახლახან კი ორდაბასის პრეზიდენტი ბახტიარ ბაისეიტოვი კლუბის პრესსამსახურს კახაბერ ცხადაძის მომავალთან დაკავშირებითაც ესაუბრა.

"მსურს ორდაბასის მთავარი მწვრთნელის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს გამოვეხმაურო. გუნდის ამჟამინდელი თავკაცი კახაბერ ცხადაძე, როგორც უწინ, ახლაც სრული ნდობით სარგებლობს. ჩვენ სხვა სპეციალისტთან არც ადრე გვისაუბრია და არც ახლა ვსაუბრობთ.

💬 Бахтияр Байсеитов: «Кахабер Цхададзе бұрынғыдай толық сенімге ие» «Ордабасы» Футбол клубының президенті - Бахтияр...

Posted by ФК «Ордабасы» / FC Ordabasy on ოთხშაბათი, 08 ივლისი, 2020

გასულ სეზონში ცხადაძემ გუნდს ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა. ამ სეზონში კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა კლუბი რთულ მდგომაროებაში აღმოჩნდა - ჩემპიონატი შეჩერდა, არ იყო სრულფასოვანი ვარჯიში. ეს და სხვა ფაქტორები, რა თქმა უნდა, შედეგსა და თამაშზეც აისახა. ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სამწვრთნელო შტაბში რაიმე სახის ცვლილებებზე საუბარიც არ არის".

ყაზახეთის ჩემპიონატი ამ სეზონში უკვე მეორედ შეჩერდა

კახა ცხადაძე ორდაბასის 2018 წლის ივნისიდან წვრთნის. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა. 

ამჟამად ყაზახეთის ჩემპიონატში ისევ პაუზაა გამოცხადებული და გადადებულია მე-5 და მე-6 ტურის შეხვედრები.

კომენტარები

ბოლო ამბები