Thumbnail

'მას მხოლოდ ფული აინტერესებს' - ჟუნინიომ ნეიმარს ხარბი უწოდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

წარსულში ცნობილმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟუნინიომ, რომელიც ამჟამად ფრანგული ლიონის სპორტული დირექტორია, თანამემამულე ფეხბურთელები სიხარბის გამო გააკრიტიკა და მაგალითად ნეიმარი მოიყვანა.

“ბრაზილიაში ბავშვობიდანვე ის გვესმის, რომ მთავარი ფულია, ევროპაში კი, სხვაგვარადაა. მეც კი იმას მასწავლიდნენ, რომ კლუბი მხოლოდ იმის მიხედვით უნდა შემერჩია, სადაც მეტს გადამიხდიდნენ. ეს ბრაზილიელთა თვისებაა. ნეიმარმაც პსჟ-სთან კონტრაქტი მხოლოდ მეტი ანაზღაურების გამო გააფორმა. პარიზელებმა ყველაფერი მისცეს, რაც კი სურდა, ახლა კი, კონტრაქტის ამოწურვამდე წასვლა უნდა. არადა, საფასური სწორედ ახლა უნდა გადაიხადოს. გავიდეს მოედანზე და ყველაფერი გაიღოს, თავდადება და ლიდერობა უნდა გამომაჟღვანოს. მას კი სხვა ფიქრები აწუხებს და ეს ბრაზილიაში არსებული სიხარბის კულტის გამოძახილია. ამ ბიჭებს ყოველთვის მეტი და მეტი უნდათ”.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს ესპანური ბარსელონადან 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც რეკორდული ტრანსფერია. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში მისი მონაგარი 18 გოლი და 10 საგოლე პასია.

45 წლის ჟუნინიო 2001-09 წლებში ლიონის (250 მატჩი, 75 გოლი) ვარსკვლავი იყო, ბრაზილიის ნაკრებში კი 40 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები