Thumbnail
  • ვარშავის ლეგია პოლონეთის თასს გამოეთიშა, მაგრამ ჩემპიონობისთვის იბრძვის
  • გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა თამაშისს შემდეგ გუნდის მიზანზე ისაუბრა

პოლონური ექსტრაკლასას დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, ვაკო გვილიას ლეგიას კი, რომელიც უახლოეს მდევრებს: პიასტსა და ლეხს 8 ქულით უსწრებს, ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი რჩება. 

მანამდე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდი პოლონეთის თასის გათამაშებას ½-ფინალში გამოეთიშა. ლეგიამ კრაკოვიას შინ ანგარიშით 2:1 მოიგო, სტუმრად კი 0:3 დამარცხდა და ფინალში მეტოქე გაუშვა. მატჩის შემდეგ ვაკომ თამაში შეაფასა და გუნდის საჩემპიონო მიზნებზეც ისაუბრა. 

ცნობისთვის, შაბათს ლეგია ისევ კრაკოვიას შეხვდება, ოღონდ ამჯერად ჩემპიონატის 35-ე ტურის შეხვედრაში და გამარჯვებაში შემთხვევაში, ტიტულს გაინაღდებს.

"არცთუ იოლი მატჩი გამოვიდა. კრაკოვიამ ორი შემთხვევით გოლი გაგვიტანა. ვუტევდით, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ, - ამბობს გვილია კლუბის პრესსამსახურთან. - წინ უნდა ვიყუროთ, კონცენტრაცია შაბათის თამაშზე უნდა მოვახდინოთ და ჩემპიონის საკითხი გადავწყვიტოთ. ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

კონცენტრაცია დაგვაკლდა, თუმცა ის ორი გაშვებული გოლი უფრო შემთხვევითობა იყო. მეორე გოლის დროს, შესაძლოა, ხელით თამაშიც იყო.

თითქოს პოლონეთში ყველა ლეგიას წინააღმდეგაა, მაგრამ შაბათს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩემპიონატი მოვიგოთ. ახლა ეს არის ერთადერთი მიზანი".

გვილია პოლონეთში პირველი ტიტულის მოგებასთან ახლოსაა

ვაკო გვილია ვარშავის ლეგიას ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან მოყოლებული იცავს. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები