Thumbnail

'მე ვარ პრეზიდენტი, მოთამაშე და მწვრთნელი!' - იბრა იუვესთან მოგების შემდეგ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანი 2:4 იუვენტუსი
  • შვედმა ფორვარდმა იუვენტუსთან დრამატებული მოგება შეაფასა
  • 38 წლის ფეხბურთელმა მილანში თავის მომავალზეც ილაპარაკა

მილანის შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს 31-ე ტურში ტურინის იუვენტუსთან მოგებული საოცარი მატჩის (4:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში მაურიციო სარის გუნდი ადრიენ რაბიოსა და კრიშტიანო რონალდოს გოლებით ორბურთიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში მილანელებმა ოთხი გოლის გატანა შეძლეს. მათგან პირველმა თავი კი სწორედ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინა (11-მეტრიანით), რომელმაც შემდეგ საგოლე პასიც შეასრულა და 67-ე წუთამდე ითამაშა.

"ვარსკვლავი ვარ, ეს საიდუმლო არაა! ასაკი მხოლოდ რიცხვია. კარგად ვმუშაობ, დღეს უფრო მეტი ვითამაშე, ვიდრე წინა ტურში. თავს კარგად ვგრძნობ და გულახდილად რომ ვთქვა, ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო გუნდს. 

მე ვარ პრეზიდენტი, მოთამაშე და მწვრთნელი! ერთადერთ ნაკლი ისაა, რომ მხოლოდ თამაშისთვის მიხდიან! აქ სეზონის პირველი დღიდანვე რომ ვყოფილიყავი, სკუდეტოს მოვიგებდით. 

მილანმა იუვეს 4 გოლი ბოლოს 1989 წლის მარტში გაუტანა (4:0)

ვნახოთ, დავრჩები თუ არა მილანში. წინ კიდევ ერთი თვეა იმისათვის, რათა თამაშით ვისიამოვნო, მაგრამ უცნაური ვითარებაა და მას ვერ ვაკონტროლებთ. მილანში ყოფნა ძალიან მომწონს. 

უკვე 38 წლის ვარ და აღარ ძველებური აღნაგობა, მაგრამ ჭკუა მომემატა. აღარ ვაკეთებ იმას, რასაც 20 წლის ასაკში ვაკეთებდი. აქ იმისთვის არ ვარ, რომ თილისმა ვიყო, არამედ იმისთვის, რომ დავეხმარო თანაგუნდელებს, კლუბსა და გულშემატკივრებს", - აქვეყნებს იბრას ნათქვამს იტალიური პრესა.

ტურინის იუვენტუსთან გამარჯების შემდეგ, მილანმა 49 ქულა დააგროვა და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე აღზევდა. იუვენტუსი 75 ქულით პირველ ადგილზე რჩება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში წლის დასაწყისში დაბრუნდა. შვედმა ფორვარდმა სერია A-ში ჩატარებულ 11 მატჩშო 5 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები