Thumbnail
  • მილანმა ბოლო 5 მატჩიდან 4 შეხვედრის მოგება მოახერხა
  • იუვენტუსსა და ლაციოს შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა

მილანმა იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში იუვენტუსს უმასპინძლა და მატჩი დრამატულ ბრძოლაში 4:2 მოიგო. ტურინელებს პაულო დიბალა და მატეის დე ლიხტი აკლდათ. ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო მატჩებში გამორჩეულები იყვნენ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, "სან სიროზე" 6 გოლი გავიდა. ტურინელები რაბიოსა და რონალდოს გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ მილანმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა. იბრაჰიმოვიჩმა გოლი პენალტით გაიტანა, ანგარიში ფრანკ კესიმ გაათანაბრა, ხოლო ცვლილებაზე შემოსულმა რაფაელ ლეაომ 'როსონერი' დააწინაურა. მილანმა 3 გოლის გატანა 5 წუთში მოახერხა!

მატჩის საბოლოო ანგარიში ანტე რებიჩმა დააფიქსირა, მილანმა 4:2 მოიგო და პანდემიის შემდეგ განახლებულ სეზონში მე-4 გამარჯვება იზეიმა. სტეფანო პიოლის გუნდს 49 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. იუვენტუსი 75 ქულა დარჩა და ლაციოს ისევ 7 ქულით უსწრებს. სიმონე ინძაგის გუნდმა ლეჩესთან 1:2 წააგო.

მილანი 4:2 იუვენტუსი

გოლები: 0:1 რაბიო (47), 0:2 რონალდო (53), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (პენ-62), 2:2 კესიე (66), 3:2 ლეაო (67), 4:2 რებიჩი (80)

მილანი: დონარუმა - კიაერი, კონტი (კალაბრია 82), რომანიოლი, ერნანდესი - პაკეტა (ჩალჰანოღლუ 46), კესიე, ბენნასერი, სელმაკერსი (ლეაო 60) - იბრაჰიმოვიჩი (ბონავენტურა 67), რებიჩი (კრუნიჩი 82).

იუვენტუსი: შჩესნი - დანილო, ბონუჩი, რუგანი, კუადრადო (ალექს სანდრო 77) - ბენტანკური (მურატორე 90+4), პიანიჩი (რემზი 69), რაბიო (მატუიდი 69) - ბერნარდესკი, იგუაინი (დუგლას კოშტა 69), რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები