Thumbnail
  • 📅 9 ივლისი | ⌚ 00:00 | ⚽ ბარსელონა V ესპანიოლი
  • ესპანიოლს 'კამპ ნოუზე' გოლის გატანაც კი ძალიან უჭირს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში ბარსელონური დერბია, რომელმაც შესაძლოა, ესპანიოლს ლა ლიგა 2-ის "საგზური" გაუფორმოს, ან ბარსელონას დაუკარგოს ჩემპიონატის მოგების პრაქტიკული შანსი...

ბარსელონას ამ თამაშში დააკლდება უსმან დემბელე და ფრენკი დე იონგი, საეჭვოა სამუელ უმტიტისა და ჟუნიორ ფირპოს თამაშიც. ესპანიოლს ხონათან კალერი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.

კიკე სეტიენი პრესკონფერენციაზე

კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): "რეალობა ასეთია - არ არსებობს დერბი, რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომელი გუნდი, რომელ ადგილზეა ცხრილში. ყველა ცდილობს, დერბიში ბოლომდე დაიხარჯოს, საუკეთესოდ ითამაშოს და მოიგოს. სიტუაცია ერთნაირი არ გვაქვს, მაგრამ დერბიში რამის წინასწარმეტყველება ძნელია.

რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მოგება კიდევ შეგვიძლია. რეალობა და მათემატიკა ამის შანსს გვაძლევს. არ არის იოლი, მაგრამ შანსი ბოლო მომენტამდე უნდა გამოიყენო. ეს ძალისხმევა მომდევნო სეზონისთვის გამოგვადგება". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ლა ლიგაში შინ 29 მატჩია, რაც არ წაუგია.

⚽ ესპანიოლს ლა ლიგაში 5-მატჩიან წაგებათა სერია აქვს. 

⚽ ბარსელონამ ესპანიოლთან ბოლო 4 საშინაო დაპირისპირებაში გოლი არ გაუშვა.

⚽ ბარსელონას "კამპ ნოუზე" ესპანიოლთან ბოლო 13 დაპირისპირებიდან 12-ში არ წაუგია.

⚽ ესპანიოლმა ლა ლიგაში ბოლო 4 შეხვედრა 1-ბურთიანი ჩამორჩენით წააგო.

⚽ ბოლო 3 ტურია, რაც ბარსელონას მატჩებში 2.5 გოლზე მეტი გადის.

⚽ "კამპ ნოუზე" ამ გუნდების ბოლო 3 შეხვედრაში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ბარსელონამ ესპანიოლთან ბოლო 3 დაპირისპირებაში, სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-1-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტურო ვიდალი, ბუსკეტსი, სერხი რობერტო - მესი - გრიზმანი, ლუის სუარესი
ტრავმა: დე იონგი, დემბელე, უმტიტი (?), ფირპო (?)
დისკვალიფიკაცია: არავინ

ესპანიოლი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - ხავი ლოპესი, ესპინოსა, კაბრერა, დიდაკ ვილა - როკა, დავიდ ლოპესი - მელენდო, დარდერი, ემბარბა - დე ტომასი
ტრავმა: არავინ
დისკვალიფიკაცია: კალერი

კომენტარები

ბოლო ამბები