Thumbnail

'მინდა, რომ მთელი გუნდი სკაუზერებით დავაკომპლექტო' - ამბობს კლოპი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გერმანელმა ასტონ ვილასთან მოგების შემდეგ ისაუბრა
  • კლოპს ადგილობრივ კადრებზე კითხვა კურტის ჯონსის გოლის შემდეგ დაუსვეს

იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისი ოცნებაა ლივერპულის შემადგენლობა მთლიანად სკაუზერებით, ანუ ლივერპულის რეგიონში აღზრდილი მოთამაშეებით დააკომპლექტოს.

ნახევარმცველი კურტის ჯონსი ლივერპულში დაბადებული და კლუბის მიერ აღზრდილია, რომელიც კლოპმა შაბათს ახალი 5 წლიანი კონტრაქტით დააჯილდოვა.

კონტრაქტის გაფორმებიდან მეორე დღეს, 19 წლის ჯონსმა ასტონ ვილასთან მატჩში თავის გამოჩენა შეძლო და პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

"ოცნებაა, რომ მთელი გუნდი სკაუზერებით და სკაუზერების სულით მებრძოლი ფეხბურთელებით იყოს დაკომპლექტებული." - განაცხადა კლოპმა ასტონ ვილასთან მოგების შემდეგ.

ამით გერმანელმა მინიშნებაა გააკეთა იმაზე, რომ ფეხბურთელებს მხოლოდ დაბადების ადგილით არ აფასებს. მაგალითად ჯონსის მსგავსად, კლოპმა შანსი ინგლისის 17-წლამდელების შემტევს - ჰარვი ელიოტს მისცა, რომელიც სამხრეთ ინგლისში, სარის საგრაფოშია დაბადებული.

კომენტარები

ბოლო ამბები