Thumbnail

The Bleach Boys - გახსოვთ რუმინეთის ქერა ნაკრები 1998 წლის მუნდიალზე?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რუმინელების აქტი დღემდე ყველას ახსოვს
  • ოცდასამივე რუმინელმა 1998 წელს თმა ყვითლად შეიღება

1998 წლის 25 ივნისს, რუმინეთის ნაკრებმა მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის დამარცხების შემდეგ, პირობა შეასრულა და ყველა მოთამაშემ თმა ყვითლად გადაიღება.

"ინგლისთან მოგების შემდეგ, მწვრთნელს - ანგელ იორდანესკუს თმა შევჭერით..." - იხსენებს ადრიან ილიე. " შემდეგ პირობის დაცვა ჩვენ მოგვიწია და ყველამ თმა გადავიღებეთ."

რუმინელებმა ახალი სტილით ორი მატჩი ითამაშეს - 1:1 ტუნისის წინააღმდეგ და მერვედფინალი ხორვატებთან, სადაც 'კარპატელი მარადონას' გეორგე ჰაჯის ნაკრები მუნდიალს დავორ შუკერმა გამოთიშა.

რუმინელთა ოქროს თაობამ, ჯამში ზედიზედ 3 მუნდიალი ითამაშა - 1990, 1994, 1998. მას შემდეგ შავიზღვისპირელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ უთამაშიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები