Thumbnail

უეფა 9-ში იტყვის - ჩემპიონთა ლიგის მასპინძელი ქალაქი მაინც იცვლება?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 9 ივლის უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
  • 10 ივლისს ევროთასების 1/4 ფინალების წილისყრაა

უეფა 9 ივლისს საბოლოოდ გამოაცხადებს ევროთასების განახლების შესახებ გადაწყვეტილებას, ხოლო 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის 1/4 ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართება...

უეფამ საბოლოოდ უნდა დაადასტუროს, სად და როდის უნდა გაიმართოს ევროთასების დარჩენილი თამაშები. მართალია, უკვე შეთანხმებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპი მთლიანად ლისაბონში უნდა გაიმართოს, მაგრამ პორტუგალიის დედაქალაქში კორონავირუსით დაინფიცრების ფაქტების მატების გამო, შესაძლოა, უეფამ სათადარიგო ვარიანტი აამუშავოს და ლიგა პორტუსა და გიმარაეშში გადაიტანოს.

კიდევ ოთხი თამაში რჩება 1/8 ფინალურ ეტაპზე გასამართავი: მანჩესტერ სიტი-რეალი, ბარსელონა-ნაპოლი, იუვენტუსი-ლიონი და ბაიერნი-ჩელსი. ვარაუდობენ, რომ უეფა ნებას დართავს მასპინძელ კლუბებს მათ სტადიონებზე გაიმართოს ეს შეხვედრები. 

შეგახსენებთ, რომ 17-18 ივნისს გამართული უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალური რვის ყველა მატჩში 12-23 აგვისტოს უნდა გაიმართოს. დარჩენილი მერვედფინალური მატჩები კი 7-8 აგვისტოს გაიმართება. 

ევროპალიგის ფინალური რვის მატჩები 10-21 აგვისტოს გერმანიის 4 ქალაქში გაიმართება, ფინალი კიოლნშია დაგეგმილი. დარჩენილი მერვედფინალები კი 5-6 აგვისტოს უნდა გაიმართოს. ინტერი-ხეტაფე და სევილია-რომა მხოლოდ 1-მატჩიანი იქნება. ამ ორი დაპირისპირების მასპინძელი სტადიონი 9 ივლისს დასახელდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები