Thumbnail

დიარიო AS-ის ცნობით, ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია "ცალი ფეხით" ცსკა-შია, გუნდიდან საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშეც მიდის...

მეტმა და თოკომ 3 სეზონი ერთ გუნდში გაატარეს

"მსროლელი მეტ ჯენინგი ბასკონიაში არ დარჩება. მისი სამწლიანი კონტრაქტი ბასკონიაში სრულდება, მოლაპარაკება კონტრაქტის განახლების შესახენ ჩიხში შევიდა. ასევე ბასკურმა კლუბმა უარი თქვა, კონტრაქტის ავტომატურად 1 წლით განახლებაზე, რისი უფლებაც მას ჯენინგთან მიმართებაში ჰქონდა. ასე რომ, ევროპული პასპორტის მქონე ამერიკელი მიდის", - წერს მადრიდული გამოცემა. 

შეგახსენებთ, რომ ჯენინგი ნატურალიზებული ამერიკელია, რომელმაც 2017 წელს ითამაშა საქართველოს ნაკრების რიგებში. ის საშუალოდ 16 ქულას, 4 მოხსნასა და 4 პასს აკეთებდა ნაკრებში. მას შემდეგ ნაკრებში ძირითადად თად მაკფადენი თამაშობს.

ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს მეტ ჯენინგი კარიერას და ითამაშებს თუ არა ის კიდევ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. AS იმავე სტატიაში თორნიკე შენგელიას "ცალი ფეხით" მოსკოვის ცსკა-ს წევრად მოიხსენიებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები