Thumbnail

‘ლევანდოვსკი იმსახურებს’ - ლოთარ მათეუსს ბევრი დაეთანხმება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანიის ნაკრების რეკორდსმენმა ‘ოქროს ბურთზე’ ისაუბრა
  • ლოთარ მათეუსს მიაჩნია, რომ წელს ეს ჯილდო პოლონელმა უნდა აიღოს

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსს მიაჩნია, რომ წელს “ოქროს ბურთს” ბაიერნის პოლონელი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს.

“ვნახოთ, მისცემენ თუ არა რობერტს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას და ოქროს ბურთს, მაგრამ ჩემი აზრით, მან ეს 100 პროცენტით დაიმსახურა,” - განუცხადა ტელეკომპანია Sky-ს მათეუსმა, რომელიც თვითონ გახლდათ წლის საუკეთესო მოთამაშე 1991 წელს.

“31 წლის პოლონელი ყველა ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირია. ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაშიც მასზე მაგარი არავინაა. ლევანდოვსკი ახლავე იმსახურებს ამ წოდებას, მაგრამ თუ ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწევს, ალტერნატივაც აღარ ეყოლება. ვფიქრობ, ეს მისთვისაც ძალიან მაგარი იქნებოდა, ბაიერნისთვისაც და ბუნდესლიგისთვისაც,” - დასძინა მათეუსმა.

რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი 34 გოლით გახდა

2008 წლის შემდეგ წლის საუკეთესო ან კრიშტიანო რონალდო ხდებოდა, ანაც ლიონელ მესი - გამონაკლისი მხოლოდ 2018 წელი გახლდათ, როცა ეს წოდება ლუკა მოდრიჩმა დაიმსახურა. რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში გერმანიის თასზე 6 გოლი გაიტანა, ბუნდესლიგაში 34, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა რეიტინგს კი 11 გოლით ლიდერობს. მეორე ადგილზე ერლინგ ჰაალანდია - 10 გოლით.

 

კომენტარები

ბოლო ამბები