Thumbnail

ულტიმატუმი: დორტმუნდმა მანჩესტერ იუნაიტედს სანჩოს ტრანსფერისთვის ვადა მისცა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მანჩესტერ იუნაიტედის დორტმუნდის 20 წლის გარემარბის გადაბირება სურს
  • გერმანულმა კლუბმა ტრანსფერზე მოლაპარაკებისთვის დედლაინი დააწესა 

დორტმუნდის ბორუსიას ხელმძღვანელობა მზად არის, ჯეიდონ სანჩოს გაყიდვაზე მოლაპარაკება 10 აგვისტომდე წარმართოს. ამ დედლაინის შემდეგ კი გერმანული კლუბი 20 წლის გარემარბს აღარ დათმობს. 

ცნობილია, რომ სანჩოს გადაბირებით მანჩესტერ იუნაიტედია დაინტერესებული. როგორც Sport Bild-ის ჟურნალისტი კრისტაინ ფალკი იუწყება, დორტმუნდმა ინგლისურ კლუბს ულტიმატუმი წაუყენა - გარიგებაზე ზემოთ დასახელებულ ვადამდე იზრუნოს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ გერმანული კლუბი ინგლისელში დაახლოებით 120 მილიონ ევროს ითხოვს. ცნობილია ისიც, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანახმა, თუმცა დორტმუნდთან ჯერ არ მოულაპარაკებია.

ჯეიდონს დორტმუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ინგლისელი სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, სადაც მანჩესტერ სიტისა და უოტფორდის ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა.

ჯეიდონ სანჩომ 2019/20 წლების სეზონში, ყველა საკლუბო ტურნირში ჩატარებულ 44 მატჩში 20-20 გოლი და საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები