Thumbnail
  • სერია A-ს ჰიმნს ამ ტურში ენიო მორიკონეს კომპოზიცია შეცვლის
  • ლეგენდარული კომპოზიტორი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

სერია A-ს 31-ე ტურის ყველა მატჩის დაწყებამდე ენიო მორიკონეს ხსოვნას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. ფეხბურთელები მოედნებზე 91 წლის ასაკში გარდაცვლილი ლეგენდარული კომპოზიტორის კომპოზიციის ფონზე გავლენ - იტალიის საფეხბურთო ლიგამ ამისათვის Once upon a time in america (Deborah's Theme) შეარჩია, რომელიც ამ დღეებში იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურ ჰიმნს შეცვლის.

1984 წელს გამოსული იდენტური სახელწოდების მქონე ფილმის ეს საუნდტრეკი დიდი მაესტროს ალბათ ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა. ცნობილია, რომ მორიკონე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო.

ენიო მორიკონემ მსოფლიოში სახელი კინომუსიკით გაითქვა. 1928 წლის 10 ნოემბერს რომში დაბადებული მორიკონე 500-ზე მეტი ფილმისა და სერიალის მუსიკის ავტორი გახლდათ - მათ შორის “ერთხელ ამერიკაში”, “ერთი ბღუჯა დოლარები”, “კარგი, ცუდი, ბოროტი”, “ლეგენდა პიანისტზე”, “პროფესიონალი”, “კინოთეატრი პარადიზო” და ა.შ. ენიო მორიკონე იყო არაერთი პრესტიჟული პრემიის, მათ შორის “ოსკარის” და “ოქროს გლობუსის” მფლობელი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები