Thumbnail

'ერთი მატჩიც საკმარისი უნდა იყოს' - კლოპი მზადაა, ჩემპიონის მედალი დათმოს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის მთავარი მწვრთნელს პრემიერლიგაში მოქმედი წესი არ მოსწონს
  • გერმანელის აზრით, ჩემპიონის მედალი გუნდის ყველა მოთამაშეს ეკუთვნის

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მზადაა, რომ თავის საჩემპიონო მედალს შეელიოს. ამის მიზეზი ისაა, რომ გერმანელი სპეციალისტი არ იზიარებს ინგლისის პრემიერლიგის წესს, რომლის თანახმად, მოთამაშე, რომელსაც სეზონში ჩემპიონატის ხუთ მატჩზე ნაკლები აქვს ჩატარებული, ჩემპიონის მედალს არ იღებს.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მხოლოდ ერთ შეხვედრა ჩაატარეთ, მედალი გეკუთვნით. როცა ადამიანები ვერ ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია მთელი გუნდი ჩემპიონატში გამარჯვებისთვის…

თუკი მეორე მეკარე ხართ და ნაკლები მატჩი ჩაატარეთ, მედალი მაინც უნდა მიიღოთ იმიტომ, რომ წელიწადის განმავლობაში მილიონობით ვარჯიშს ატარებდით. და თუკი ყველა მოთამაშე ამას უმაღლეს დონეზე არ აკეთებს, ჩემპიონატის მოგების შანსი არ გაქვთ.

ამ ბიჭებმა მედლები 100%-ით უნდა მიიღონ. მათ შეუძლიათ ჩემი აიღონ", - თქვა კლოპმა.

ლივერპულმა შარშან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, წელს - პრემიერლიგა

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში ლივერპული ვადამდე გახდა გამარჯვებული. კლუბმა ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები