Thumbnail

ინტერნეტში ბარსელონას ახალი ფორმა გავრცელდა და დასცინეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტვიტერში ბარსას მომავალი სეზონის საშინაო ფორმის ფოტოები გავრცელდა
  • გულშემატკივრებმა ის კრისტალ პალასის ფორმას მიამსგავსეს და დასცინეს

ბარსელონას 2020/21 წლების სეზონის საშინაო ფორმას, რომლის პირველი ფოტოები ახლახან ინტერნეტში გავრცელდა, გულშემატკივრებისგან დაცვინვა დაიმსახურა. 

კომპლექტის ფოტოები, რომელიც ტრადიციული ლურჯ-შინდისფერი და ოქროსფერი ვერტიკალური ზოლებითაა წარმოდგენილი, Football Tweet-მა გამოაქვეყნა და გამომწერებს სთხოვა, მოსაზრებები გამოეთქვათ. უმრავლესობამ კატალონელთა ახალი ფორმა იმ ფორმას მიამსგავსა, რომლითაც ინგლისური კრისტალ პალასი ამჟამად გამოდის.

- კრისტალ პალასისას ჰგავს, - დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა.
- ბოლო დროს მის მსგავსად თამაშობენ და შეეფერებათ კიდეც, -  უპასუხა მეორემ.

კრისტალ პალასთან შედარება ბარსელონასთვის კარგი არ უნდა იყოს

ლა ლიგის განახლების შემდეგ ჩატარებულ 7 მატჩში ბარსელონამ 4 მოიგო, 3-ჯერ კი ფრედ ითამაშა: სევლიასთან, სელტასა და ატლატიკოსთან. ამავე მონაკვეთში მადრიდის რეალმა შვიდივე შეხვედრა მოიგო და ცხრილში უკან კიკე სეტიენის გუნდი ჩამოიტოვა. ახლა რეალი ჩემპიონატს 77 ქულით ლიდერობს, ბარსელონას კი ჩემპიონატის ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე, 73 ქულა აქვს.

რაც შეეხება კრისტალ პალასს, გუნდმა ბოლო სამივე მატჩი წააგო, ბურთების შეფარდებით - 0:8 და ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები