Thumbnail

'ეს აუცილებლად უნდა ვთქვა' - კეისუკე ჰონდა გაბრაზებულია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კეისუკე ჰონდა რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის სისტემას გამოეხმაურა
  • იაპონელმა მეტოქე გუნდს გამარჯვება მიულოცა, თუმცა გაბრაზებულია

რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ფინალის საგზური ფლამენგომ და ფლუმინენსემ მოიპოვეს. კეისუკე ჰონდას ბოტაფოგო ნახევარფინალიდან სწორედ ფლუმინენსესთან გავარდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი 0:0 დასრულდა, ფინალში ფლუმინენსე გავიდა.

შტატის ჩემპიონატის გათამაშების წესებით, რეგულარულ სეზონში მაღალ პოზიციაზე გასული გუნდი მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გადის. იაპონელი კეისუკე ჰონდა სწორედ ამის გამოა აღშფოთებული.

''ვულოცავ ფლუმინენსეს, მათ ფინალში გასვლა დაიმსახურეს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა: წესი უნდა შეიცვალოს! არასდროს მინახავს ტურნირი, სადაც დამატებითი დრო ან პენალტები არ დანიშნულა.'' - დაწერა კეისუკე ჰონდამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

რიო დე ჟანეიროს შტატის ფინალში ფლამენგოსა და ფლუმინენსეს მატჩი გველის. ფლა-ფლუს დერბი ძალიან საინტერესო იქნება, თუმცა ფინალის ფავორიტი ფლამენგოა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატი 9 აგვისტოს დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები