Thumbnail

ვერდერი გადარჩა - ბრემენელებმა ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჰაიდენჰაიმი 2:2 ვერდერი
  • ბრემენელები ბუნდესლიგიდან 1980 წლის მერე არ გავარდნილან

ბრემენის ვერდერმა ქვედალიგელ ჰაიდენჰაიმს პლეი-ოფის ვერცერთი მატჩი ვერ ვერ მოუგო, თუმცა, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება მაინც მოახერხა.

ფრანკ შმიდტის შეგირდებმა მეტოქესთან საშინაო მატჩი უგოლოდ დაასრულეს, გასვლით შეხვედრაში კი, 2-ჯერ იგებდნენ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ფრე დაფიქსირდა – 2:2.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძელი ნორმან ტოირკაუფის ავტოგოლის შემდეგ გაიხსნა, ტიმ კლაინდინსტმა 85-ე და 97-ე წუთებზე 2-ჯერ გაიტანა, 94-ეზე კი, ვერდერის მე-2 გოლი ლუდვიგ აუგუსტინსონმა შეაგდო.

საინტერესოა, რომ ბრემენელებს ბუნდესლიგა 1980 წლის მერე არ დაუტოვებიათ და დაქვეითებას ამჯერადაც გადაურჩნენ.

ჰაიდენჰაიმი 2:2 ვერდერი

გოლები: 0:1 ტოირკაუფი (3, ავტოგოლი), 1:1 კლაინდინსტი (85), 1:2 აუგუსტინსონი (90+4), 2:2 კლაინდინსტი (90+7, პენალტი).

კომენტარები

ბოლო ამბები