Thumbnail

ტოსტაო პელეზე: მას მხოლოდ რონალდოსა და მესის ჰიბრიდი შეედრებოდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ყველა ის თვისება გააჩნდა, რაც კი ფორვარდს სჭირდება, უბრალოდ, ნაკლი არ ჰქონდა'
  • ბრაზილიის ნაკრების ექს-ვარსკვლავმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ტოსტაომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეზე ისაუბრა და პირველი ადგილი პელეს მიანიჭა. 73 წლის ტოსტაოს კომენტარი ფიფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

“ვფიქრობ, პელე ლიონელ მესიზე, კრიშტიანო რონალდოსა და დიეგო მარადონაზე უკეთესია. მას ვერავინ შეედრება. პელეს ყველა ის თვისება ჰქონდა, რაც კი ფორვარდს სჭირდება. უბრალო ნაკლიც არ გააჩნდა. მარადონა შთამბეჭდავად თამაშობდა, თუმცა, ფიზიკური კონდიციებით პელესთან ვერ მიდიოდა და არც იმდენი გოლი აქვს გატანილი. მესი ასევე ფანტასტიური ფეხბურთელია, თუმცა თავით ვერ თამაშობს და პელესავით ორივე ფეხს ვერ იყენებს. რონალდო უნიკალური მოთამაშეა, მაგრამ უმაღლესი დონის პასები არ ეხერხება. ჩემი აზრით, პელეს მხოლოდ რონალდოსა და მესის ჰიბრიდი თუ გაუთანაბრდებოდა”.

ტოსტაო, რომელიც შემტევი ნახევარმცველი იყო, კარიერის განმავლობაში ამერიკის, კრუზეიროსა და ვასკო და გამას (ყველა – ბრაზილია) ღირსებას იცავდა, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში კი, 54 მატჩში 32 გოლი აქვს გატანილი და 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. იმ ტურნირის მეოთხედფინალში ტოსტაომ პერუსთან დუბლი შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები