Thumbnail

გია გეგუჩაძე დინამო ბათუმის გულშემატკივარს ანგისას ბაზაზე შეხვდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შავი ზღვის პირატები დინამოს მწვრთნელთა შტაბს შეხვდნენ
  • შეხვედრა ანგისას ბაზაზე 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა

გია გეგუჩაძე და დავით ჯანელიძე დღეს დინამო ბათუმის ქომაგებს შეხვდნენ. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და მისმა ასისტენტმა შავი ზღვის პირატების წარმომადგენლებთან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აქტუალურ თემეზე ისაუბრეს. ამ ტიპის კომუნიკაცია მწვრთნელებსა და ფანკლუბის წევრებს შორის პირველი არ არის და სისტემატიურ ხასიათს ატარებს.

სეზონის სტარტზე ნათამაშები 4 ფრის შემდეგ, ქომაგებს გეგუჩაძესთან და მის გუნდთან ბევრი კითხვა ჰქონდათ. კითხვები მათ სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში მოაგროვეს და შემდეგ მწვრთნელთა შტაბს დაუსვეს.

პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, სეზონი დინამო ბათუმმა ზედიზედ ორი საშინაო შეხვედრით განაახლა, ჯონი ბაკურიძის სახელობის ბაზაზე თელავსა და საბურთალოსთან ნათამაშები მატჩები ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები