Thumbnail

ვიდეოთამაშ NBA 2K21-ის ყდაზე კობი ბრაიანტი იქნება გამოსახული

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • 2K ლეგენდას თამაშის სპეციალურ ვერსიას, Mamba Forever Edition-ს მიუძღვნის
  • ბრაიანტი NBA 2K10-ისა და the NBA 2K17-ის ქავერებზეც არის გამოსახული

ლოს ანჟელესის ლეიკერსის ვარსკვლავის კობი ბრაიანტის სურათი, რომელიც გასულ იანვარს ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა, ახალი ვიდეოთამაშის, NBA 2K21-ის ყდაზე იქნება გამოსახული. ამის შესახებ ვიდეოთამაშის დეველოპერი სტუდია 2K აცხადებს.

ბრაიანტი, რომელსაც NBA ხუთჯერ აქვს მოგებული, 18-ჯერ უთამაშია All-Star-ში და ორი ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელიცაა, თამაშის სტანდარტული და სპეციალური გამოშვების Mamba Forever-ის ქავერზე გამოჩნდება. თამაშის სახელის ინსპირაციაც ვარსკვლავის მეტსახელი, Black Mamba-ა.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი, აქამდე NBA 2K-ის თამაშის ორი ვერსიის,  NBA 2K10-ისა და the NBA 2K17-ის ლეგენდარული გამოშვების ქავერებზე გამოსახეს. 

ბრაიანტის გარდა, NBA2K21-ის სხვადასხვა ვერსიებზე პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის ვარსკვლავი დემიენ ლილარდი და ნიუ ორლეანს პელიკანის მოთამაშე ზაიონ უილიამსონი იქნებიან გამოსახული. ლილარდი თამაშის ბოლო ვერსიის PS4-ისა და Xbox One-ის ქავერზეა, ხოლო უილიამსონი, მომავალი თაობის კონსოლების, PS5-ისა და Xbox Series X-ისათვის განკუთვნილი ვერსიის ქავერზე იქნება. 

NBA 2K21-ის გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა გეიმერები მის გამოსვლას 2020 წლის სექტემბერში ელოდებიან. თამაშის სტანდარტული ვერსიის ფასი 60$ იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები