Thumbnail

გია ცეცაძე: ეს მეორე მატჩია, რომელიც უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ შევძელით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გია ცეცაძის გაწვრთნილმა ლვოვმა ზედიზედ მეორე მატჩი ფრედ დაასრულა
  • სპეციალისტმა მეტოქე შეაქო და უკრაინული ფეხბურთის მომავალზე ისაუბრა

გია ცეცაძემ ლვოვის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მეორე მატჩი ჩაატარა და პირველის მსგავსად, ამჯერადაც ქულას დასჯერდა. უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურში ქართველი სპეციალისტის გუნდი პოლტავის ვორსკლას დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.

მატჩის შემდეგ გია ცეცაძემ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა:

"მსურს შევაქო მეტოქე. ახალგაზრდებმა ითამაშეს და ჩანს, რომ უკრაინულ ფეხბურთს მომავალი აქვს. 

ეს მეორე შეხვედრაა, რომელიც უნდა მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. მეტოქის დაუფასებლობა? არ მგონია, ეს იყოს მიზეზი. გავაანალიზებთ ამ თამაშს და შემდეგ უფრო კონკრეტულად გვექნება ამ შეკითხვაზე პასუხი.
 
ფეხბურთი გუნდური თამაშია. როცა რაღაც გამოდის, ეს გუნდის დამსახურებაა, მაგრამ როცა არ გამოდის, ეს გუნდის ბრალიცაა და ჩემიც", - თქვა ცეცაძემ.

მანამდე, ცეცაძის სადებიუტო შეხვედრაში, ლვოვმა დერბიში კარპატისთან ფრედ 1:1 ითამაშა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, გორის დილას, სამტრედიასა და საბურთალოს ყოფილი თავკაცის გუნდს ცხრილში ბოლოსწინა, მე-11 ადგილი უკავია და ელიტურ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მომდევნო მატჩს ლვოვი 11 ივლისს, სტუმრად დნიპრო 1-თან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები