Thumbnail

იურგენ კლოპი: ისევ ნორმალური ვარ და არა - განსაკუთრებული

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • იურგენ კლოპის მოსვლის შემდეგ ლივერპული პროგრესირებს
  • მიუხედავად ტიტულებისა, გერმანელი თავმდაბალი რჩება 

ლივერპულში იურგენ კლოპის მისვლის შემდეგ, "მერსისაიდელებმა" სერიოზული პროგრესი განიცადეს და ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვიან. გერმანელი სპეციალისტის ხელში ლივერპულმა უკვე მოიგო: ინგლისის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

იურგენი ლივერპულში მისვლისთანავე ამბობდა, რომ იგი განსაკურთებული არ არის და უბრალოდ, ნორმალურია (normal one). ტიტულების მოგების მიუხედავად, 53 წლის გერმანელი ისევ თავმდაბალია და აცხადებს, რომ იგი განსაკუთრებული არც ახლაა.

"ისევ ნორმალური ვარ და არა განსაკუთრებული. მაქვს ცოტა უნარები და იღბალი, რომელიც ფეხბურთს სჭირდება, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. სულ ეს არის. მე განსაკუთრებული არ ვარ და კომპლიმენტებზე არ "ვთევზაობ". ვფიქრობ, კარგი ადამიანი ვარ. ეს მოსაწყენად ჟღერს, თუმცა სიმართლეა", - განაცხადა კლოპმა.

იურგენ კლოპის ლივერპული პრემიერლიგის გამარჯვებული 7 ტურით ადრე გახდა. გერმანელმა სპეციალისტმა "მერსისაიდელების" ხანგრძლივი ოცნება აასრულა და ლივერპულს ინგლისის ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები