Thumbnail

ინტერმა იუვენტუსს დაასწრო - 14 წლის მეკარე ნერაძურიში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მედიის ცნობით, ინტერმა მეკარეს კონტრაქტი უკვე გაუფორმა
  • ბერძენი ნიკოლაოს ბოტისი ინტერში სამი წელიწადი ითამაშებს

 ინტერმა ახალგაზრდული გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე შეიძინა. პაოკ-ის მეკარე, 2004 წელს დაბადებული ნიკოლაოს ბოტისი ინტერში სამი წელიწადი ითამაშებს. მეკარის დამატება იუვენტუსის მიზანიც იყო, თუმცა ეს სატრანსფერო ბრძოლა ინტერმა მოიგო.

ინტერი პრიმავერას გუნდს სერიოზულად აძლიერებს. ბულგარელი გამთამაშებლის ილიევის შეძენის შემდეგ, რომელიც პლოვდივის ბოტევიდან გადაიყვანეს, ნიკლაოს ბოტისი კლუბის მეორე შენაძენია.

კლუბს ბოტისის შეძენა ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდა. ის პრიმავერას შეუერთდება, სადაც შარშანდელ სეზონში ფილიპ სტანკოვიჩი თამაშობდა, დეიან სტანკოვიჩის შვილი.

ბოტისს კარგი სიმაღლე აქვს, ფიზიკურად ძლიერია და ორივე ფეხით კარგად თამაშობს. მას პაოკ-თან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა. ის მარკ ოვერმარსის სახელობის ტურნირზე საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. პაოკ-მა ფინალში ალკმაარს მოუგო, ბოტისი კი პენალტების სერიის გმირი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები