Thumbnail
  • გაბრიელ მარტინელი არსენალში გასული წლის ზაფხულში გადავიდა
  • ახალგაზრდა მოთამაშე ლონდონში დარჩენას დიდი ხნით გეგმავს

გაბრიელ მარტინელი ლონდონის არსენალს შარშან იტუანოდან შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში 19 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბში ყველა ტურნირზე ერთად 26 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.

სანამ ბრაზილიელი ფეხბურთელი ახალ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერდა ხელს, იქადმე 48 საათით ადრე ხელშეკრულება გააგრძელა არსენალის კიდევ ერთმა ახალგაზრდა მოთამაშემ ბაკაიო საკამ.

"მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გაბრიელ მარტინელის გრძელვადიანი კონტრაქტის შესახებ კომენტარი გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი აღნიშნული ფაქტით ბედნიერია.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გაბიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. იგი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთლია. მან ჩვენს თამაშზე გავლენა მოახდინა", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

რამდენი ხნით დარჩება მარტინელი არსენალში, ეს გუნდის ოფიციალურ საიტზე არ წერია. თუ transfermarkt-ს დავუჯერებთ, ბრაზილიელმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 4+1 სისტემით გააფორმა. შესაბამისად, გაბრიელი არსენალში 2024 წლის ზაფხულამდე იქნება, თუმცა სურვილის არსებობის შემთხვევაში, იგი კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩება.   

კომენტარები

ბოლო ამბები