Thumbnail

სიახლე 2022 წლის მუნდიალისთვის - ყატარში თამაშგარეს ამომცნობი ტექნოლოგია იქნება?

  • ფიფას მუნდიალზე თამაშგარე მდგომარეობის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება სურს
  • 2019 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ექსპერიმენტმა არ გაამართლა

გერმანულ არხ ARD-სთან ინტერვიუში ფიფას განვითარებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელმა იოჰანეს ჰოლცმიულერმა განაცხადა, რომ 2022 წლის მუნდიალზე ყატარში თამაშგარე მდგომარეობის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება სურთ...

ალბათ, ბევრს ახსოვს სერხიო რამოსის გოლი ბრიუგეს კარში 2019 წელს. მაშინ რეალის კაპიტნის გოლი ჩაითვალა VAR-ის წყალობით, მაგრამ საზოგადოებას გაუჩნდა შეგრძნება, რომ ეს გოლი უსამართლოდ ჩაითვალა. სანამ VAR-ის 3D ტექნოლოგიამ არ გვაჩვენა რეალური სურათი. ფიფას მისიაა ასეთი გაუგებრობა მომავალში თავიდან აიცილოს. 

სერხიო რამოსის გოლი ბრიუგეს კარში, რომელმაც ბევრი დისკუსია გამოიწვია

ახალი სისტემა მომენტალურად აფიქსირებს სიტუაციას მოედანზე, როგორც კი ბურთი შორდება ფეხბურთელის ფეხს შეტევისას. ვიდეორეფერის მაშინვე შეუძლია დააფიქსიროს, არის თუ არა პასის მიმღები თამაშგარე მდგომარეობაში და თუ ეგრეა, დაუყოვნებლივ აცნობოს ეს რეფერის. დღეს ფეხბურთში ყველაზე ხშირად სწორედ თამაშგარე მდგომარეობის გამო დავობენ. 

ეს ტექნოლოგია პირველად 2019 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოიცადა, მაგრამ დასკვნა იყო უარყოფითი - თამაშგარე მდგომარეობის ამომცნობი ტექნოლოგია იმ დროისთვის მზად არ იყო სერიოზული გამოყენებისთვის.   

მშენებარე სტადიონი ლუსაილში, სადაც მუნდიალის ფინალი უნდა გაიმართოს 2022 წლის 18 დეკემბერს

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში უკვე წარმატებით მუშაობს გოლის ამომცნობი ტექნოლოგია. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალი ყატარში გაიმართება. იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ზაფხულში კლიმატური პირობების გამო, თითქმის შეუძლებელია თამაში, მუნდიალი 21 ნოემბერს დაიწყება, ფინალი 2022 წლის 18 დეკემბერს არის დაგეგმილი

კომენტარები

ბოლო ამბები