Thumbnail
  • 📅 6 ივლისი | ⌚ 00:00 | ⚽ ვილიარეალი V ბარსელონა
  • ვილიარეალს ბოლო 6 მატჩიდან 5 მოგებული აქვს
  • ბარსელონამ უკანასკნელ 4 ტურში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ბარსელონა ლა ლიგის 34-ე ტურში სტუმრად ვილიარეალს ეთამაშება და თუკი სურს, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს, მხოლოდ 3 ქულისთვის უნდა იბრძოლოს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდის საქმეები ბოლო პერიოდში აირია. ბარსამ უკანასკნელი 4 მატჩიდან 3 ფრედ დაასრულა და ლიდერ მადრიდის რეალს უკვე 4 ქულით ჩამორჩება, არადა, ტურნირის დასრულებამდე მხოლოდ 5 ტური რჩება.

ყველაფერს ბარსას ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის არსებული დაძაბულობა ემატება. მოთამაშეებმა კიკე სეტიენის მიმართ ნდობა დაკარგეს და გადაწყვეტილი ამბავია, რომ მას ხელშეკრულებას აღარავინ გაუგრძელებს. ახლა, გასარკვევი ისღაა, სეტიენი მიმდინარე სეზონის დასრულებას მოახერხებს, თუ – ვერა.

აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი უკვე შერჩეული ჰყავთ და ის ყატარულ ალ სადში მომუშავე ხავი უნდა იყოს. ბარსელონას ფეხბურთელებმა გუნდის ყოფილ ლეგენდას თხოვნით თავად მიმართეს და ისიც ცნობილია, რომ წინააღმდეგი ხავიც არაა, თუმცა, სეტიენის დათხოვნამდე, კონკრეტული განცხადებების გაკეთებას ერიდება.

ბარსელონას ბოლო ვარჯიში ვილიარეალში გამგზავრებამდე

მომავალ მატჩში ბარსას ტრავმირებული უსმან დემბელე, ფრენკი დე იონგი და სამუელ უმტიტი ვერ დაეხმარებიან. ამ უკანასკნელს მარცხენა მუხლში ტკივილები გაუმძაფრდა და მართალია, პირველადი ინფორმაციით ოპერაცია არ სჭირდება, კიდევ არაერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს, ამდენად, შესაძლოა, მიმდინარე სეზონში მინდორზე ვეღარც ვიხილოთ.

მოსალოდნელია, რომ სეტიენი ამჯერად ტრადიციულ შემტევ ტრიოს აღადგენს ანუ ლიონელ მესისა და ლუის სუარესს ანტუან გრიზმანს დაუმატებს. ფრანგი ფორვარდი მის ყოფილ გუნდ მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩში სათადარიგო იყო და მწვრთნელმა თამაშში მხოლოდ 90-ე წუთზე ჩართო, რაც გრიზმანისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა.

სატურნირო ცხრილში თავისი მიზნები აქვს გადასაწყვეტი ვილიარეალს, რომელიც 54 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ სევილიას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, ამდენად, მოტივაცია ნამდვილად არ აკლია. ხავი კალეხას შეგირდებს ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოგებული აქვთ და ცხადია, შინაურ Estadio de la Cerámica-ზე ბარსელონასაც არაფერს დაუთმობენ.

ვილიარეალს ტრავმების გამო რამირო გუერა, რამირო ფუნეს მორი და სოფიან ჩაკლა დააკლდებიან, სამაგიეროდ, მომჯობინდა და ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილავთ ვისენტე იბორას. სასტარტო შემადგენლობას უბრუნდება პაკო ალკასერიც, რომელიც წინა ტურში ბეტისთან მოგებულ შეხვედრაში სათადარიგო იყო. ის შეტევის ხაზში ხერარდ მორენოს შეუწყვილდება, რომელსაც მიმდინარე სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი და “ყვითელი წყალქვეშა ნავის” ბომბარდირია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ვილიარეალთან ყველა ტურნირზე ბოლო 23 მატჩია არ წაუგია.

⚽ ბარსელონას ვილიარეალთან ყველა ტურნირზე უკანასკნელ 6 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ვილიარეალს ლა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გოლი არ აქვს გაშვებული.

⚽ ვილიარეალს ლა ლიგის უკანასკნელი 6 თამაშიდან 5 აქვს მოგებული.

⚽ ვილიარეალის მონაწილეობით ლა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გადიოდა.

⚽ ბარსელონას ლა ლიგის უკანასკნელ 7 ტურში მარცხი არ აქვს.

⚽ ვილიარეალს ლა ლიგის ბოლო 3 მატჩში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო – მორენო, ტორესი, ალბიოლი, გასპარი – კაზორლა, ანგუისა, იბორა, ჩუკვეზე – მორენო, ალკასერი.
ტრავმა: გუერა, ფუნეს მორი, ჩაკლა.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა – ვიდალი, ბუსკეტსი, პუი – მესი, სუარესი, გრიზმანი.
ტრავმა: დემბელე, დე იონგი, უმტიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები