Thumbnail

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • აბდულმანაპი კლინიკაში 25 აპრილს გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
  • ტრაგიკული ამბის შესახებ განცხადება ჩეჩნეთის მმართველმა რამზან კადიროვმა გაავრცელა

აბდულმანაპ ნურმაგომედოვი, რომელიც მსუბუქ წონაში UFC-ს ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა გახლდათ, კორონავირუსით გარდაიცვალა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველმა რამზან კადიროვმა გაავრცელა.

57 წლის აბდულმანაპი დაღესტნის ერთ-ერთ კლინიკაში 25 აპრილს გადაიყვანეს და იუწყებოდნენ, რომ მისი მდგომარეობა უკვე მაშინ მძიმე იყო. 3 მაისს ის კიდევ უფრო შეუძლოდ შეიქმნა და მოსკოვში იქნა ტრანსპორტირებული. ექიმები მის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა, ინფიცირებულის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

უფროს ნურმაგომედოვს ბოლო პერიოდში საბოლოოდ უმტყუნა ფილტვებმა, უკვე უმოქმედო იყო და ვეღარც საუბრობდა. ყველაფერს ინსულტიც დაემატა, რის გამოც აუცილებელი გახდა შუნტირების ჩატარებაც. აბდულმანაპი სახელოვანი შვილის გარდა, არაერთ სხვა სპორტსმენს ავარჯიშებდა და საბრძოლო სამბოში 18 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს აღზრდილი, რითაც გინესის წიგნში არის შესული.

31 წლის ხაბიბს ნურმაგომედოვს UFC-ში ჩატარებული 28-ვე ორთაბრძოლა მოგებული აქვს, აქედან 8 ნოკაუტით.

კომენტარები

ბოლო ამბები