Thumbnail
  • ქვილითაიამ და ჩაკვეტაძემ გენტის ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშეს
  • ბეერსხოტთან სპარინგში ერთადერთი გოლი ქვილითაიამ გაიტანა

გიორგი ქვილითაიას და გიორგი ჩაკვეტაძის გენტმა ამხანაგური შეხვედრა ქვედალიგელ ბეერსხოტთან ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

მატჩის ერთადერთი გოლი კი 44-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელიც საგოლე გადაცემით ოჯიჯამ მოამარაგა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ოფსაიდის დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა გოლი ჩათვალა.

ქვილითაია გენტის სასტარტო შემადგენლობაში იყო და ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი ჩაატარა. მეორე ნახევარი გუნდმა სხვა 11-ეულით დაიწყო, რომელთა შორის იყო გიორგი ჩაკვეტაძე. გენტმა ბეერსხოტთან შეხვედრა კაცნაკლულმა ჩაამთავრა, ანგარიში კი აღარ შეცვლილა.

ჟუპილერ ლიგა ერთ-ერთი იყო, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, აღარ განახლდა. საბოლოო ცხრილად მიმდინარე დამტკიცდა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდი მე-2 ადგილზე იმყოფებოდა. 

ბელგიაში ახალი სეზონის დაწყების თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, მანამდე კი, გენტს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის. ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას გუნდი ტურნირში მე-3 შესარჩევი წრიდან (15-16 სექტემბერი) ჩაებმება.

კომენტარები

ბოლო ამბები