Thumbnail

დინამო ბათუმმა ისევ ფრე ითამაშა! საქართველოს ჩემპიონატის მე-4 ტურის პირველ მატჩში ბათუმელებმა ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე საბურთალოს უმასპინძლეს და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ბათუმელებისთვის ეს არის მეოთხე ფრე მეოთხე მატჩში, საბურთალომ კი, დინამო თბილისთან 0:3-ის შემდეგ, სასურველ შედეგს მიაღწია და ხასიათი გამოიკეთა.

🔵 europebet.com | ⚪ popsport.com

Posted by FC Dinamo Batumi on ხუთშაბათი, 02 ივლისი, 2020

პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა. დინამო ბათუმი მცირე უპირატესობას ფლობდა. თუმცა ტაიმის მიწურულს საბურთალოს ჰქონდა ანგარიშის გახსნის რეალური შანსი, მაგრამ კუთხურის შემდეგ ბათუმელები გადარჩნენ.

მეორე ტაიმი გია გეგუჩაძის გუნდმა ოდნავ უფრო აქტიურად დაიწყო, თუმცა სოლიდური უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო, ანგარიში კი საბურთალომ გახსნა: ბათუმელთა კარში გოლი ლევან ნონიკაშვილმა სანდრო ალთუნაშვილთან და გიორგი კოხრეიძესთან გათამაშებული ეფექტური კომბინაციის შემდეგ მოახერხა. თუმცა დინამო ბათუმმა 5 წუთში გაათანაბრა: ჯიღაურმა ეს საჯარიმო დარტყმით მოახერხა. გოლების შემდეგ თამაში გაიხსნა და ტემპმაც იმატა.

74-ე წუთზე დინამო ბათუმს საუკეთესო შანსი მიეცა: გაფრინდაშვილზე უხეშობისთვის მაჭარაშვილი გააძევეს და საბურთალოს კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ჯოვინოს დარტყმა თბილისელთა მეკარე კუპატაძემ მოიგერია. ბოლო 15 წუთში ბათუმელები აქტიურად უტევდნენ, 10 კაცით დარჩენილი საბურთალო კი მხოლოდ თავს იცავდა. 87-ე წუთზე ჯოვინოს შეეძლო შეცდომის გამოსწორება, ეფექტური დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოოდ 1:1.

📺 მატჩის მიმოხილვა

დინამო ბათუმი 1:1 საბურთალო

გოლები: 0:1 ნონიკაშვილი (61), 1:1 ჯიღაური (66)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ცინცაძე (46. ტეიდი) - ჯიღაური, ჯოვინო, მანჯგალაძე (66. გაფრინდაშვილი) - დვალიშვილი (60. ნიქაბაძე.
74-ე წუთზე ჯოვინომ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარემ მოიგერია)

საბურთალო (5-2-1-2): კუპატაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, მაჭარაშვილი - ტერა, ალთუნაშვილი - ნონიკაშვილი (72. ბელიაევი) - კოხრეიძე, ქავთარაძე (76. ცნობილაძე).
გაძევება: მაჭარაშვილი (73)

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ტური პარასკევს, ცენტრალური მატჩით გაგრძელდება, რომელშიც მეორე ადგილზე მყოფი დინამო თბილისი ლიდერ ლოკომოტივს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები