Thumbnail
  • მე-4 ტური დინამო ბათუმისა და საბურთალოს მატჩით დაიწყო
  • ბათუმელმა ფანებმა ფეხბურთელებს კიდევ ერთი პერფორმანსი შესთავაზეს

დინამო ბათუმი სეზონის სტარტი წარუმატებელი გამოუვიდა - გია გეგუჩაძის გუნდმა თამაშის მოგება ვერც რესტარტის შემდეგ მოახერხა (1:1 თელავთან) და 3 ტურის შემდეგ 3 ფრე აქვს.

თუმცა დინამო ბათუმს ქომაგობა არ აკლდება - პირიქით! "შავი ზღვის პირატები" შეზღუდვის პირობებშიც ახერხებენ საყვარელი გუნდის მხარდაჭერას. მათ თელავთან მატჩშიც საინტერესო პერფორმანსი ჰქონდათ - ტრიბუნაზე გამოკიდებულ ბანერებთან ერთად, ფან სექტორში ფეხბურთელებს მუყაოსგან დამზადებული მინიატურული პირატები დაახვედრეს.

‘პირატები’ საბურთალოსთან მეოთხე ტურის მატჩისთვისაც განსაკუთრებულად მოემზადნენ - დიდ ბანერზე დახატეს მეკობრე, რომელიც ეროვნული ლიგის ფარს დინამო ბათუმს აწერს. ფან-კლუბში აცხადებენ, რომ ამით ქომაგი მაქსიმალურად ეხმარება კლუბს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაბრუნებაში.

ანგისას ბაზა დინამო ბათუმი - საბურთალოს მატჩის წინ

გივი გაგუა (შავი ზღვის პირატების ერთ-ერთი ლიდერი): “ქომაგებს კლუბის დიდი იმედი გვაქვს. მართალია, ჯერჯერობით თამაშის ხარისხითა და შედეგებით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ჩემპიონების იმედი გვაქვს. წელს პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ. კლუბმაც, მწვრთნელმაც და ყველამ იცის, რომ ბათუმელი გულშემატკივრების მოთხოვნა ჩემპიონობაა. ჩვენ გუნდს ბოლომდე მხარში დავუდგებით და ჩემპიონობაში ჩვენს წვლილს შევიტანთ.”

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ტური პარასკევს, ცენტრალური მატჩით გაგრძელდება, რომელშიც მეორე ადგილზე მყოფი დინამო თბილისი ლიდერ ლოკომოტივს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები