Thumbnail
  • ვასილ კაკოვინი ოფიციალურად გახდა სტად ფრანსეს წევრი
  • კლუბის წევრი გახდა არგენტინელი მარკოს კრემერიც

საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონმა სტად ფრანსემ ოფიციალურად წარადგინა "ბორჯღალოსანი" ვასილ კაკოვინი...

30 წლის პირველხაზელის დამატება ბორდოს, ლიონს, მონპელიესა და პერპინიანს სურდათ, მაგრამ კაკოვინმა არჩევანი მაისში პარიზული გრანდის სასარგებლოდ გააკეთა. მისი კონტრაქტი ერთწლიანია. კაკოვინი პარიზში რჩება, აქამდე ის რასინგის ღირსებას იცავდა.

კაკოვინთან ერთად სტად ფრანსემ არგენტინელი ფორვარდი მარკოს კრემერი წარადგინა. ის პარიზში2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. შეგახსენებთ, რომ სტად ფრანსეს არგენტინელი გონსალო კესადა წვრთნის, კრემერს ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე 28 კეპი აქვს მოპოვებული. 

ამასთან ერთად, კლუბის შვეიცარიელმა მილიარდერმა მეპატრონემ ჰანს-პეტერ უაილდმა განაცხადა, რომ მორაგბეებმა გაითვალისწინეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური სიტუაცია და 20%-ით ნაკლებ ხელფასზე დათანხმდნენ. სხვათა შორის, ზუსტად ამდენით შეუმცირდათ ხელფასები კასტრის, ტულუზის, ტულონის, პოს, ბრივის, კლერმონის, მონპელიესა და ბორდოს მორაგბეებსაც. სხვათა შორის, სტად ფრანსე ყველაზე მდიდარი ფრანგული კლუბია, მისი ბიუჯეტი გასულ სეზონში 40 მილიონი ევრო იყო.

სტად ფრანსემ ბოლო ტიტული 2015 წელს მოიგო. გასულ სეზონში გუნდი ძალიან ცუდად თამაშობდა, TOP 14-ში ბოლო ადგილზე იყო, სანამ პანდემიის გამო, სეზონი არ შეწყდა. ასე გადაურჩა სტად ფრანსე გავარდნას. 

კომენტარები

ბოლო ამბები