Thumbnail

პრემიერლიგა | მოგება ბრაიტონთან - იუნაიტედი ოთხეულისთვის იბრძვის [მიმოხილვა]

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფერნანდესის მეექვსე გოლი იუნაიტედში
  • კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს

მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩში გასვლაზე ბრაიტონი დამაჯერებლად - 3:0 დაამარცხა, სულშერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, იუნაიტედი ჩელსის 2 ქულით ჩამორჩება.

შეხვედრაში ანგარიში კლუბის ახალგაზრდა შემტევმა - მეისონ გრინვუდმა გახსნა, გრინვუდის შემდეგ კი დუბლის გატანა იუნაიტედის ახალწვეულმა და ამავდროულად ერთ-ერთმა ლიდერმა - ბრუნო ფერნანდესმა შეძლო.

ბრაიტონი 0:3 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 გრინვუდი (16), 0:2 ფერნანდესი (29), 0:3 ფერნანდესი (50)

იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ (უილიამსი - 64) - პოგბა (მაკტომინეი - 64), მატიჩი - გრინვუდი, ფერნანდესი (პერეირა - 64), რაშფორდი (ჯეიმსი - 78) - მარსიალი (იგალო - 78).

კომენტარები

ბოლო ამბები