Thumbnail

გადაწყვეტილი ამბავია - ლეროი სანე ბაიერნში ითამაშებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სანე ბაიერნის ფეხბურთელია
  • გერმანელმა სიტიში 192 მატჩი ჩაატარა, სადაც 52 გოლის გატანა შეძლო

როგორც BBC და Sky Sports-ი წერენ, ლეროი სანე მანჩესტერ სიტიდან მიუნხენის ბაიერნში გადავიდა. ტრანსფერის საერთო ღირებულება £54.8 მილიონ ფუნტს შეადგენს.

გერმანიის ნაკრების წევრის სანაცვლოდ გადახდილ თანხას, სიტი ნაწილ-ნაწილ მიიღებს. საწყის ეტაპზე ბაიერნი £44.7 მილიონს გადაიხდის, ხოლო დანამატების სახით შემდეგ თანხას £10 მილიონით გაზრდის.

სანემ სიტისთვის საკვანძო მოთამაშე გახლდათ, თუმცა შარშან მიღებულმა ტრავმამ გერმანელს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დააკარგვინა. როგორც გვარდიოლა გასულ კვირას ამბობდა, გერმანელმა ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა და გუნდიდან წასვლა სურდა.

მოთამაშე ახლა გერმანიაში მიემგზავრება და მომავალი 24 საათის მანძილზე მას კლუბი ოფიციალურად წარადგენს. სიტიში იმედი აქვთ, რომ შეტევის ხაზი, რომელსაც ფილ ფოდენი, რიად მაჰრესი, ბერნარდო სილვა და რაჰიმ სტერლინგი ავსებენ, კლუბისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელია.

ერთი ფაქტი ინგლისიდან: 2017 წლის შემდეგ, პრემიერლიგაში სანეზე მეტი საგოლე გადაცემა (36), მხოლოდ კევინ დე ბრუინეს აქვს (49) გაკეთებულიშ, თუმცა აღსანიშნავია რომ სანემ ბელგიელზე 2779 წუთით ნაკლები ითამაშა!

კომენტარები

ბოლო ამბები