Thumbnail

ბაიერნმა ივან პერიშიჩს და ფილიპე კოუტინიოს იჯარა გაუხანგრძლივა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მოთამაშეებს ხელფასი 50%-ით შეუმცირდათ
  • კოუტინიო და პერიშიჩი ჩემპიონთა ლიგის პელი-ოფებში ითამაშებენ

გერმანიის ჩემპიონმა - მიუნხენის ბაიერნმა კლუბში იჯარით მყოფ ივან პერიშიჩს (ინტერი) და ფილიპე კოუტინიოს (ბარსელონა) საიჯარო ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.

იჯარა მოთამაშეებს აგვისტოს ბოლომდე გაუგრძელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პერიშიჩი და კოუტინიო ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული პლეი-ოფების მატჩებს ითამაშებენ.

ფეხბურთელები ხელფასის 50%-ით შემცირებას დათანხმდნენ. პერიშიჩთან და კოუტინიოსთან ერთად, იჯარა ასევე რეალიდან გადმოყვანილ ოდრიოსოლასაც გაუხანგრძლივეს.

კომენტარები

ბოლო ამბები