Thumbnail

Edinburgh Live ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უეფამ ევრო 2020-ის პლეი ოფის მონაწილე ქვეყნები გააფრთხილა, რომ თამაშები, დიდი ალბათობით, მაყურებლის გარეშე გაიმართება...

უეფას მთავარი ექიმი ტიმ მაიერი რეკომენდაციას აძლევს ორგანიზაციას, რომ შემოდგომით გასამართავი პლეი ოფის მატჩები ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ბოლო 4 საგზურისთვის 16 ნაკრები იბრძვის. მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 8 ოქტომბერს ნახევარფინალში ბელარუსს უნდა უმასპინძლოს. ფინალი კი 12 ნოემბერსაა და საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, ისიც თბილისში გაიმართება.

პროფესორი ტიმ მაიერი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის დასრულება შეუძლებელი იქნებოდა, უეფას ფანების თუნდაც ლიმიტირებული რაოდენობა რომ დაეშვა სტადიონებზე.

ის ამბობს, რომ იმის შანსი, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფში უეფამ მაყურებელი დაუშვას ძალიან მცირეა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დინამო ბათუმი
  • ფრე
  • საბურთალო

ტიმ მაიერი (უეფას ექიმი): "უეფა ასეთი ტურნირის გამართვისას სხვა სახის პრობლემებს აწყდება, ვიდრე ეროვნული ჩემპიონატების განახლებაა. რაც შეეხება ფინალური ტურნირების ერთ ქვეყანაში გამართვას, როგორც ეს ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპალიგაზე მოხდება, შედარებით იოლია ორგანიზება. მაგრამ როცა შემოდგომით 55 ქვეყანა დაიწყებს ერთა ლიგაზე თამაშს, იქ სხვა დონის სირთულეები ჩნდება. მაგალითად, ქვეყნის კანონმდებლობა და ლაბორატორიული წვდომა. 

ეს უკვე გაცილებით კომპლექსური პრობლემაა უეფასთვის. ჩემი აზრით, ის ორი ტურნირი აგვისტოში გაცილებით იოლად გასამართია. 

უეფას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია არც აგვისტოში გასამართ ტურნირებზე, მაგრამ ისინი დახურული იქნება. ასევე სწორია ის მიდგომა, რომ დაველოდოთ რამდენადაც ეს შესაძლებელია მოვლენათა განვითარებას. 

ზოგიერთ ქვეყანაში ფანები დაუშვეს სტადიონებზე, ეს არის ეროვნული პირველობების მატჩები. უეფას ტურნირები კი უეფას რეგულაციებით იმართება".  

კომენტარები

ბოლო ამბები