Thumbnail

მანჩესტერის ლეგენდა შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრებში დაინიშნოს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აზერბაიჯანის ნაკრები ნიკოლა ჯურჩევიჩის შემცვლელს ეძებს
  • აზერბაიჯანელები ნაკრებში როი კინის მიწვევაზეც ფიქრობენ 

ირლანდიური ფეხბურთისა და მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა, როი კინი შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს. როგორც ირლანდიური პრესა წერს, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ ეს ინფორმაცია ადგილობრივ მედიასთან გააჟღერა.

აზერბაიჯანელები ხორვატი ნიკოლა ჯურჩევიჩის შემცვლელს ეძებენ, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრებმა 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, ისიც ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინთან.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • სიტი
  • X
  • ლივერპული

როი კინი სამწვრთნელო კარიერას სანდერლენდში იწყებდა, რის შემდეგაც იფსვიჩში აღმოჩნდა, თუმცა იმედები იქაც ვერ გაამართლა და მთავარ მწვრთნელობას შეეშვა. კინი 2013 წლიდან 5 წლის განმავლობაში მარტინ ო'ნილის ასისტენტი იყო ირლანდიის ნაკრებში. ამჟამად კი ტელეწამყვანად მუშაობს SKY SPORTS-ში.

კომენტარები

ბოლო ამბები