Thumbnail

ლისაბონს კორონავირუსმა შეუტია - უეფა გეგმა B-ზე ჯერ არ საუბრობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპი ლისაბონში უნდა გაიმართოს
  • ბოლო დღეებში პორტუგალიის დედაქალაქში სიტუაცია გაუარესდა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. ქვეყნის მთავრობა, ქალაქის ზოგიერთი გარეუბნის "დაკეტვას" აპირებს...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • სიტი
  • X
  • ლივერპული

რა კავშირშია ეს ფეხბურთთან? მოგეხსენებათ, უეფა ჩემპიონთა ლიგის განახლებას აგვისტოში ახალი ფორმატით აპირებს. "რვათა ფინალი" მთლიანად ლისაბონში, ორ სტადიონზე უნდა გაიმართოს.

უეფაში მიაჩნიათ, რომ ჩემპიონთა ლიგის განახლებას საფრთხე არ დამუქრებია და გეგმა B საჭირო არ არის. 

"უეფა მუდმივ კავშირშია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დავგეგმეთ. ამ ეტაპზე არანაირი გეგმა B საჭირო არ არის. სიტუაციის მონიტორინგს ყოველდღიურად ვახორციელებთ და ჩავერევით, თუ ამის საჭიროება დადგება", - განუცხადა უეფას წარმომადგენელმა ფრანგულ L'Equipe-ს. 

უეფამ ჩემპიონთა ლიგა მარტში კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვიტა. ფინალური ტურნირი ლისაბონში 12-23 აგვისტოს უნდა გაიმართოს. პორტუგალიის მთავრობამ ახლახან გადაწყვიტა, რომ 1-14 ივლისს ლისაბონის 19 უბანში დააწესოს მკაცრი რეგულაციები, რადგან ამ უბნებში დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. ამიერიდან, ორი კვირის განმავლოვაში 19 უბნის მცხოვრებლებს შეეძლებათ მხოლოდ სამსახურში სიარული და აუცილებელი ნივთების საყიდლად მაღაზიებში ჩასვლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები