Thumbnail

'ლუვერპულს არ შეუძლია ხარჯოს მილიონები' - იურგენ კლოპი ტრანსფერებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის თავკაცმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა
  • როგორც ჩანს, ინგლისის ჩემპიონები დიდ დანახარჯებს მოერიდებიან
  • გერმანელი ფიქრობს, როგორ გააძლიეროს გუნდი, რომელიც ძლიერია 

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბისგან ძვირფასი ტრანსფერების განხორციელებას არავინ უნდა ელოდოს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • სიტი
  • X
  • ლივერპული

“რა თქმა უნდა, კორონავირუსმა გავლენა ფეხბურთელების გაყიდვაზეც იქონია და შეძენაზეც. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ზაფხული ყველაზე “ცხელი” იქნება სატრანსფერო ბაზარზე. შესაძლოა, უფრო მეტი მოგვიანებით გავიგოთ, თუკი ფანჯარა კიდევ იქნება გახსნილი. 

ლივერპულის ფანები ბედნიერები არიან

არ ვართ იმ ვითარებაში, რომ მოთამაშის ყიდვა რომელიმე პოზიციაზე გვჭირდებოდეს. სასტარტო შემადგენლობისთვის გვყავს 11 ფეხბურთელი და კიდევ 16 თუ 17 ადამიანი, რომლებსაც თანაბარ დონეზე შეუძლიათ თამაში. ჩვენ ეს 100%-ით უნდა გამოვიყენოთ. 

ჩვენ არ შეგვიძლია ვხარჯოთ მილიონები, მილიონები და მილიონები მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხბურთელები შევიძინოთ. ჩვენ ეს არც არასდროს გვსურდა. რა თქმა უნდა, შემადგენლობის გაძლიერება ლივერპულსაც სურს, რომელიც ისედაც ძლიერია. საკითხავი ისაა, ძლიერი გუნდი უფრო როგორ გავაძლიეროთ? დიახ, ფულით ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის გასაკეთებლად მხოლოდ ფული არაა საკმარისი.

კლოპი გუნდის გასაძლიერებას შიდა რესურსით ფიქრობს

საჭიროა კრეატიულად მოქმედება და ამისკენ ვისწრაფვით. ვცდილობთ, გამოსავალს გუნდის შიგნით მივაგნოთ. ჩვენ გვყავს სამი თუ ოთხი მოთამაშე, რომლებსაც შეუძლიათ წინ დიდი ნაბიჯი გადადგან”, - ამბობს ინგლისის ჩემპიონების მთავარი მწვრთნელი.

გამოკითხვა

რამდენი გოლი გავა?

  • 2,5-ზე ნაკლები
  • 2,5-ზე მეტი
  • 3,5-ზე მეტი

შეგახსენებთ, რომ 53 გერმანელმა სპეციალისტმა ლივერპულს, რომელსაც 2015 წლიდან წვრთნის, წელს ინგლისის ჩემპიონობა ვადამდე მოაპოვებინა. მერსისაიდელებს ეს ტიტული ბოლოს 30 წლის წინ ჰქონდათ მოგებული.

იურგენ კლოპი ხელმძღვანელობით ინგლისურ კლუბს ასევე მოგებული აქვს: ჩემპიონთა ლიგა (2018/19), უეფას სუპერთასი (2019) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2019).

კომენტარები

ბოლო ამბები