Thumbnail

ტრანსფერები | კავანი არც ატლეტიკოს სურს! დარჩა ერთი იტალიური ვარიანტი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ესპანური მედიის ცნობით, ედინსონ კავანი ატლეტიკოში არ გადავა
  • მადრიდული კლუბი ურუგვაელის ტრანსფერზე უარს ამბობს
  • ‘კორიერე დელო სპორტის’ ინფორმაციით, კავანის რომაული ვარიანტი დარჩა

ედინსონ კავანის მადრიდის ატლეტიკოში ტრანსფერი არ გამოდის - ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS წერს, სადაც ვკითხულობთ, რომ მადრიდულ კლუბს კავანიზე მას შემდეგ აღარ უფიქრია, რაც ურუგვაელმა ზამთარში უარი შეუთვალა. AS-ის ინფორმაციით, ატლეტიკოს ჯერ კიდევ იანვარში არ სურდა კავანისთის იმ ხელფასის გადახდა, რასაც ეს უკანასკნელი ითხოვს.

ესპანურ და იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, კავანისთვის ყველაზე რეალური ახლა რომაში გადასვლაა. ‘კორიერე დელო სპორტი’ წერს, რომ ‘ჯალოროსიმ’ ურუგვაელს უკვე მიმართა კონკრეტული წინადადებით და ურუგვაელი ცენტრფორვარდი პსჟ-ს მალე დატოვებს. როგორც იცით, მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. სწორედ ამიტომ ითხოვს კავანი ძალიან მაღალ ხელფასს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ედინსონ კავანის გადაბირებაზე უარი ლონდონის ჩელსიმ თქვა. 33 წლის თავდამსხმელის ბედს მილანის ინტერსაც უკავშირებდნენ, მაგრამ მისთვის ზედმეტად მაღალი ხელფასის გადახდა არც ‘ნერაძურიმ’ მოისურვა.

გამოკითხვა

რამდენ გოლს გაუტანს ინტერი ბრეშას?

  • 2,5-ზე ნაკლებს
  • 2,5-ზე მეტს
  • 3,5-ზე მეტს

 

კომენტარები

ბოლო ამბები