Thumbnail
  • 44 წლის სპეციალისტის გაშვების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა
  • ვალენსიას სეზონის ბოლომდე დროებითი მწვრთნელი ეყოლება - ვორო გონსალესი

ვალენსიას ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ალბერტ სელადესის გაშვების შესახებ. 44 წლის სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი, რომელსაც "ღამურებთან" კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებდა, გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა - ვალენსიამ ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ვალენსია
  • X
  • ბილბაო

"კლუბი მადლობას უხდის ალბერტ სელადესს გაწეული სამსახურისა და იმ პერიოდისთვის, რომელიც გუნდში გაატარა. იმ პერიოდისთვის, რომელშიც გუნდმა ბოლო შვიდ სეზონში პირველად, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გააღწია", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ალბერტ სელადესმა ვალენსია 2019 წლის სექტემბერში ჩაიბარა და თანამდებობაზე მარსელინო გარსია ტორალი შეცვალა, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა.

ახლა "ღამურებს" სეზონის ბოლომდე დროებით მთავარი მწვრთნელი - ვორო გონსალესი უხელმძღვანელებს, რომელიც კლუბის სისტემაში დიდი ხანია დასაქმებულია და ბოლოს ასისტენტი იყო. ვოროს ვალენსიაში დროებითი მთავარი მწვრთნელის მოვალეობა ადრეც არაერთხელ შეუსრულებია.

ვორო ვალენსიაში  მწვრთნელის მოვალეობას ადრეც ასრულებდა

ლა ლიგაში ჩატარებული 32 მატჩის შემდეგ, ვალენსიას 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს გუნდი 1-ელ ივლისს, მესტალიაზე, ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები